ჩვენ

     შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ავიან“ -ი დაარსდა შეფასების სფეროში დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ. კომპანიაში მუშაობენ პროფესიონალები, რომელთაც აქვთ შეფასების, აღრიცხვის და მართვის სამუშაო გამოცდილება როგორც სომხეთში, აგრეთვე სომხეთის ფარგლებს გარეთ. სამსახურეობრივი საქმიანობის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებულ იქნა ძირითადი საშუალებების, რესურსების, არამატერიალური აქტივების შეფასების, განმეორებითი შეფასების, ინვენტარიზაციის, კონსულტაციის მთელი რიგი სამუშაოები, სამთო მრეწველობის, ენერგეტიკის, კავშირის, ტრანსპორტის, წარმოების და მეურნეობის სხვა სექტორებში.

     დიდი პოტენციალის, მაღალი პროფესიონალური ცოდნის და გამოცდილების მქონე გუნდის მეშვეობით ჩვენი კომპანია  წარმატებით უზრუნველყოფს მომსახურეობების მაღალ ხარისხს, ამართლებს ჩვენი პარტნიორების ნდობას და ახდენს ახალი პარტნიორების მოპოვებას.

     კომპანიაში დიდ ყურადღებას აქცევენ თანამშრომლების ცოდნის ამაღლებას. რეგულარული ხასიათის მქონე კურსების, სემინარების მეშვეობით ჩვენი თანამშრომლები ინფორმირებულნი არიან სფეროს ცვლილებების შესახებ, გადიან ტრეინინგებს, იძენენ ახალ ცოდნას და კვალიფიკაციის სერტიფიკატებს.

     ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საუკეთესო შედეგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ გუნდური მუშაობის მეშვეობით.